Because — ჯონ ლენონის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელსაც ასრულებს The Beatles (ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი). ეს არის 3-ნაწილიანი ჰარმონიული ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებენ ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი და რომელშიც სამივე ხმა სამ ფენადაა დაშრევებული, რათა შექმნილიყო 9-ხმიანი ჟღერადობა. სიმღერა თავისი ხმოვანებით წააგავს ”ბიჩ ბოისს” ("Beach Boys") და შედის ”The Beatles-ის” 1969 წელს გამოშვებულ ბოლო სტუდიურ ალბომში სახელწოდებით Abbey Road.
კომპოზიცია
სიმღერას ელექტრო კლავესინზე დაკვრით იწყებს ჯორჯ მარტინი, შემდეგ ელექტროგიტარით შედის ლენონი, რომელიც აორმაგებს მარტინის დაკრულს ლესლი სპიკერის დახმარებით.
„Because“ განეკუთვნება The Beatles-ის იმ მცირერიცხოვან სიმღერებს, სადაც გამოყენებულია ანალოგური სინთეზატორი. The Beatles ალბომ Abbey Road-ის ჩაწერის დროს იყო ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფთაგანი, რომელიც ცდებს ატარებდა სინთეზატორ Moog-ის დახმარებით.
ლენონის მონათხრობის მიხედვით სიმღერის შექმნის შთაგონება მოუვიდა ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ მოსმენის დროს: ”იოკო ფორტეპიანოზე უკრავდა ბეთჰოვენის ”მთვარის სონატას”... მე ვუთხარი: „შეგიძლია, დაუკრა ეს აკორდები უკუღმა?” და დავწერე „Because“ მათ გარშემო. სიტყვები თავისით დაიწერა... არანაირი წარმოსახვა, არანაირი გაურკვეველი მინიშნებები“.
ჩაწერა
სიმღერა „Because“-ის ჩაწერის მთავარი სესიები გაიმართა 1969 წლის 1 აგვისტოს, ვოკალის დაშრევება მოხდა 4 აგვისტოს, ხოლო ჯორჯ ჰარისონის მიერ Moog სინთეზატორის ხმის დადება - 5 აგვისტოს. ეს იყო ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჩაწერილ იქნა მაგნიტურ ფირზე, თუმცა ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო ხმის დადებები ალბომის სხვა სიმღერებისთვისაც.
პერსონალი
- ჯონ ლენონი - სამმაგი წამყვანი ხმა (შუა რეგისტრი), სოლო და რიტმ-გიტარები
- პოლ მაკ-კარტნი - სამმაგი მეორე ხმა (ზედა რეგისტრი), ბას-გიტარა
- ჯორჯ ჰარისონი - სამმაგი მესამე ხმა (ქვედა რეგისტრი), Moog სინთეზატორის ორმაგი ჩანაწერი
- ჯორჯ მარტინი - ელექტრო-პიანინო, ბოლდიუნის კლავესინი
ალბომის ვერსიები
| წელი
|
შემსრულებელი
|
გამოცემა
|
შენიშვნები
|
| 1969 |
გერი მაკფერლენდი |
Today |
|
| 1976 |
ლინსი დე პოლი |
All This and World War II |
|
| 1977 |
Devo |
The Truth About De-Evolution (სიუნდტრეკი) |
სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას.
|
| 1978 |
ელის კუპერი |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი) |
|
| 1982 |
პედრო აზნარი |
Pedro Aznar |
|
| 1994 |
The Nylons |
The Nylons |
|
| 1998 |
ვანესა მეი |
ჯორჯ მარტინი - In My Life |
სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით.
|
| 1999 |
ელიოტ სმითი |
American Beauty (საუნდტრეკი) |
|
| 2005 |
ჯორჯ კლინტონი |
How Late Do U Have 2BB4UR Absent? |
|
| 2007 |
Solveig Slettahjell |
Domestic Songs |
|
| 2007 |
Various artists |
Across the Universe |
ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია.
|
| 2009 |
მარტინ ჯონ ჰენრი |
Abbey Road Now! |
|
| 2009 |
ჯერი რეფერტი |
Life Goes On |
|
|
ალეხანდრო დოლინა |
Tangos del Bar del Infierno |
ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად.
|
სქოლიო
|
|---|
|
50th Anniversary Edition | | | სიმღერები |
|
|---|
| | სინგლი ალბომის გარეშე | |
|---|
| | გამოუყენებელი სიმღერები | |
|---|
| | დაკავშირებული სტატიები | |
|---|
| |
|
|
|---|
| | | | ისტორია | |
|---|
| | კონცერტები |
- ჯონი ჯენტლის 1960 წლის ტურნე
- 1963 წლის ზამთრის ბრიტანული ტურნე ჰელენ შაპიროსთან ერთად
- როი ორბისონის 1963 წლის ტურნე
- 1964 წლის მსოფლიო ტურნე
- 1965 წლის ევროპული ტურნე
- 1965 წლის აშშ ტურნე
- 1965 წლის ბრიტანული ტურნე
- 1966 წლის ტურნე გერმანიაში, იაპონიაში და ფილიპინებზე
- 1966 წლის აშშ ტურნე
- კონცერტი სახურავზე
- გამოსვლები სია
|
|---|
| დაკავშირებული ადგილები |
- 34 Montagu Square, Marylebone
- ები-როუდი
- ები-როუდის სტუდიები
- The Bag O'Nails
- Beatlemania Hamburg
- Beatles-Platz
- Blue Angel
- The Casbah Coffee Club
- კენდლსტიკ-პარკი
- The Cavern Club
- Kaiserkeller
- Kinfauns
- სევილ როუ, 3
- The Scotch of St. James
- შის სტადიონი
- სტენლი-სტრიტი
- Star-Club
- Strawberry Field
- ტიტენჰერსტ-პარკი
- The Top Ten Club
- უიგმორ-სტრიტი
- ყვითელი წყალქვეშა ნავის ქანდაკება
|
|---|
| | კომპანიები | |
|---|
| | შთაგონება |
- სხვა შემსრულებლების მიერ ნამღერი ვერსიები
- ბიტლომანია
- Beatlesque
- ბრიტანული შემოჭრა
- გავლენა კულტურაზე
- The Fest for Beatles Fans
- The Rutles
- მიძღვნები
|
|---|
| | სიები |
- ჯილდოები და ნომინაციები
- ბუტლეგები
- The Beatles-ის მიერ შესრულებული სხვა შემსრულებლების სიმღერები
- დისკოგრაფია
- საკრავები
- დამატებითი შემსრულებლები
- ყოფილი წევრების თანამშრომლობები
- ხმისჩამწერი სესიები
- სიმღერები
- Sgt. Pepper-ის გარეკანი
|
|---|
| | სხვა მედიაში |
- Around the Beatles
- Beat Bugs
- The Beatles (ტელესერიალი)
- The Beatles Anthology (წიგნი)
- The Beatles Channel
- The Beatles Illustrated Lyrics
- The Beeb's Lost Beatles Tapes
- The Beatles Tapes from the David Wigg Interviews
- Everyday Chemistry
- In My Life
- დაე ასე იყოს (მიუზიკლი)
- Rain: A Tribute to the Beatles
- Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (ფილმი)
- The Twelfth Album
- Up Against It
|
|---|
| | სხვა თემები | |
|---|
| |
|